მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელი „MAX FIGHT“-ის ჩემპიონი გახდა

წალენჯიხაში პროფესიონალური ლიგის „MAX FIGHT“ რიგით მე-15 ღონისძიება გაიმართა, სადაც მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელმა გიორგი მირზოიანმა მორიგი ბრძოლა ჩაატარა. ის ბათუმელ მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდა და სამივე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა, რის შედეგადაც გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აღნიშნული ბრძოლა მისთვის ამ ორგანიზაციაში რიგით მეექვსე ასპარეზობა იყო. მწრთვნელები – კახა და ნიკოლოზ ჭკადუები

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading