მარნეულის მერმა შემეცნებითი თამაშის – „ინტელექტის საათის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელთან იოანე ლაშხთან ერთად, შემეცნებითი თამაშის – „ინტელექტის საათის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ღონისძიება მარნეულის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ადგილობრივი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მხარდაჭერასა და მათი ცოდნის გაღრმავებას ისახავდა.


მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მუნიციპალურ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
