შინაგან საქმეთა მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს სხვების გადასარჩენად, რაც განსაკუთრებულ სიმამაცესა და თავდადებას მოითხოვს. მან ასევე მადლობა გადაუხადა მათ ოჯახებს, რომლებიც პროფესიის სირთულეებს მათთან ერთად იზიარებენ.


სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას მეხანძრე-მაშველებისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და მათი შრომის სათანადო დაფასების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა.
