ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მერიის ეკონომიკის სამსახურის საქმიანობის ანგარიში განიხილეს

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ვუგარ ისაევი ხელმძღვანელობდა, ხოლო ანგარიში ეკონომიკის განვითარების და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა რატი ბაკურაძე წარადგინა.

წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებად ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პროგრამების განხორციელება და მუნიციპალური სერვისების ეფექტიანი მართვა რჩება. ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალური, სატრანსპორტო და გამწვანების სამსახურების დაფინანსებას მოხმარდა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ღონისძიებებს დაეთმო.

სხდომაზე ასევე განიხილეს გარე განათების ქსელების მოვლა-პატრონობის, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების ფუნქციონირების საკითხები. აღინიშნა, რომ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საჯარო სკოლების მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამის განხორციელებაც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading