მარნეულელმა სპორტსმენებმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლები მოიპოვეს

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ.

ქვემო ქართლის ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე ანდრო პაპუნაშვილმა და ლიზა დავაძემ, ასევე ქართული ჭიდაობის ნაკრების წევრებმა ანდრია ჯალაბაძემ და გაბრიელ ფანგანმა გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს და ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

წარმატებას მიაღწია ტაეკვონდოისტმა ხადიჯა შამშიევამაც, რომელმაც 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფესტივალში ქვემო ქართლის ნაკრები გუნდების შემადგენლობაში მარნეულის სპორტული სკოლის 8 სპორტსმენი მონაწილეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading