ვასილ ხახულაშვილის ხელმძღვანელობით მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგით განსახილველად ერთი საკითხი იყო წარმოდგენილი, რომელიც ქალაქ მარნეულში კულტურის სახლის რეაბილიტაციას ეხებოდა. დეპუტატებმა საკითხს მხარი დაუჭირეს და გადაწყვეტილება დადებითი კენჭისყრით მიიღეს.
რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, ასევე საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.
