მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს დაესწრო

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თბილისიში გამართულ მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის დაესწრნენ.

ფორუმი გახსნა კახა კალაძე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა არის „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მდგრადი განვითარების საკითხებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ფორუმში მონაწილეობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading