ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის პრემიერას დაესწრო

გიორგი სვანიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის პრემიერას დაესწრო, სადაც ლაშა თაბუკაშვილის პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ახალი შემოქმედებითი ხედვით იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა შემოქმედებით ჯგუფს და აღნიშნა:

„განსაკუთრებული მადლობა რეჟისორ თეა შეყილაძეს, მთავარ რეჟისორ ლაშა ნოზაძეს, თეატრის დირექტორ ნატო ყიფშიძეს და მთელ შემოქმედებით დასს იმ ემოციებისა და შთაბეჭდილებებისთვის, რომელიც მაყურებელს გვაჩუქეს. ბოლნისის თეატრი ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და დღევანდელმა პრემიერამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მაღალი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი პოტენციალი. ჩვენი თეატრი ნამდვილად არის ბოლნისის კულტურული სიამაყე.“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading