მარნეულელ სპორტსმენებს ბათუმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს ულოცავს.

„ვულოცავ ქვემო ქართლის ქართული ჭიდაობის ნაკრებს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს და ფესტივალის ვიცე-ჩემპიონობას.

ნაკრების შემადგენლობაში მარნეულელი სპორტსმენები ანდრია ჯალაბაძე და გაბრიელ ფანგანი ასპარეზობდნენ, რომლებმაც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი მუნიციპალიტეტი.

ასევე ვულოცავ მარნეულელ სპორტსმენს ხადიჯა შამშიევას, რომელმაც ფესტივალზე ტაეკვანდოში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და კიდევ ერთი წარმატება მოუტანა ჩვენს მუნიციპალიტეტს და ქვემო ქართლს.

წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალში მონაწილე ჩვენს სპორტსმენებს!“ – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading