მარნეულის კულტურის ცენტრის ანსამბლები საბერძნეთში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ

მიმდინარე წლის 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით საბერძნეთში, Magi Group-art fest LLC-ისა და საბერძნეთის მხარის არისტოტელეს მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით კულტურული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „იბერია“ და „ენგური“, ასევე ვოკალურ–ინსტრუმენტალურმა ბენდმა „მარნელი“.

ფესტივალი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისა და კულტურის გაცვლის ფარგლებში ჩატარდა და მონაწილეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროგრამა წარმოადგინეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading