მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი რუსთავში ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობას შეუერთდა

დაურ ისმაილოვი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ღონისძიების მონაწილეებმა ტრადიციულ მსვლელობაში ოჯახური ღირებულებებისა და ერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„ოჯახი წმინდა და ღირებულია ყველა ადამიანისთვის. ეს არის ის ღირებულება, რომელიც ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს. სრულიად საქართველოს ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს,“ – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.
