გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდნენ
რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა
რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება მოეწყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინა პარაკლისი, რის შემდეგაც ტრადიციული სახალხო მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილეებთან – რამაზ ბუდაღაშვილთან, ფუად მირზოევთან და შალვა გურულიშვილთან ერთად, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა.
ღონისძიების მონაწილეებმა ოჯახური ღირებულებებისა და მშობლების პატივისცემის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტრადიციები საზოგადოების ერთიანობას აძლიერებს.