გარდაბნის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სვანთას“ საერთაშორისო წარმატება – მიწვევა ბულგარეთის ფესტივალზე

ყვარლში ილიას ტბაზე გაიმართა ფესტივალი „ნიჭიერი თაობა ოქროს ვარსკვლავი“, რომელიც მუნიციპალიტეტისა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან „ივერიონი“ და ქართული ცეკვის ჯგუფი „G D G“ კონსულტანტი ბატონი ფრიდონ სულაბერიძე, დირექტორი ქალბატონი ელისო კობახიძე-კაპანაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სვანთამ“, რომელმაც მაყურებლის წინაშე წარმატებული გამოსვლა წარმოადგინა.

წარმატებული მონაწილეობიდან გამომდინარე, ანსამბლი „სვანთა“ ოფიციალური მიწვევით მიემგზავრება ბულგარეთში, ქალაქ ნესებრში, საერთაშორისო ფესტივალზე „მზიანი ნაპირი“.

ანსამბლის ხელმძღვანელები – ხვიჩა ავალიანი და აქსანა ბალიაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading