მარნეულში აგროსექტორის გაძლიერების ფარგლებში ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა

მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის გახსნის ღონისძიებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ და რეგიონული სამსახურების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, სოფელ დამია-გეურარხში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი სასათბურე მეურნეობა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ დაათვალიერეს და ფერმერებს შეხვდნენ.

