ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისია ეწვია

🔹 ვიზიტის მიზანი იყო საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის – „აბრეშუმის გზა – იპექ იოლუ“ პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერება.

🔸 ADB-ის დელეგაციასთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ჩოკოშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი გამშვები პუნქტისათვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა.

🔸 შემდეგ, დელეგაცია აზერბაიჯანში გადავიდა, სადაც სამუშაო შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფუად მამადოვთან, საბაჟო პუნქტ “სინიგ ქიორფიუში”, რომელიც მოსაზღვრეა წითელ ხიდთან.

🔹 მხარეებმა განიხილეს ერთობლივი საბაჟო პუნქტის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო ეტაპები და მიღწეული პროგრესი.

💼 შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • ADB-ის შეფასებითი მისიის ხელმძღვანელი უნურჯარგალ დალაიხუუ
  • ADB-ის რეგიონული საოპერაციო მიმართულების უფროსი ანდერს პიტერსონი
  • საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია
  • საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციების წარმომადგენლები

პროექტის მიზანია რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა და ლოგისტიკური ურთიერთობების გამარტივება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading