თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 1 ივლისს, მარაბდის ველზე, ,,მარაბდობა 2025″ გაიმართება
1 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული — მარაბდობა — გაიმართა.
2025 წელს მარაბდის გმირული ბრძოლიდან ზუსტად 400 წელი გავიდა, რაც დღევანდელ ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ღონისძიება ტრადიციულად ეძღვნება მარაბდის ბრძოლის გმირებს და მიზნად ისახავს ეროვნული მემკვიდრეობის, პატრიოტული სულისკვეთებისა და კულტურული იდენტობის გაძლიერებას.
ღონისძიება დაიწყება: 19:30 საათზე, დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება- ხრიდოლის მებრძოლები, პროფესიონალი მსახიობები, მომღერლები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.
,,მარაბდის ისტორიული ბრძოლიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, თეატრალური წარმოდგენა, ,,მარაბდა 400″ გაიმართება.
მარაბდის ველზე, ეპოქის შესაბამისი დეკორაციები მოეწყობა და მსახიობები ბრძოლის ისტორიულ პერსონაჟებს გააცოცხლებენ.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ღონისძიებას დაესწრებიან
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი
• ლევან ნოზაძე
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი
• გიორგი ათაბეგაშვილი
საქართველოს ძიუდოს აკადემიის მწვრთნელი
• ლექსო ღვინიაშვილი
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
• ლაშა გუჯეჯიანი
საქართველოს წარმატებული ვეტერანი და მოქმედი ძიუდოისტები, მათ შორის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის პრიზიორები, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები:
ილია სულამანიძე
ეთერ ლიპარტელიანი
გიორგი სარდალაშვილი
მიხეილ ბახბახაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
ავთო ჭრიკიშვილი
ნესტორ ხერგიანი
ღონისძიების მხარდამჭერია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ორგანიზატორი-თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

