ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ეწვივნენ

ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მასპინძლობს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს, რომლებიც ისეთ ცნობილ გამოცემებს წარმოადგენენ, როგორიცაა National Geographic Traveler Poland, GEO France, Reisereporter და სხვ.

ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მოინახულეს თბილისი, კახეთი, ასურეთი, ვარძია, აბასთუმანი, საირმე, ბაღდადი, ქუთაისი, თერჯოლა და ვანი. ტურის ფარგლებში მათ გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები, დაესწრნენ მასტერკლასებსა და ღვინის დეგუსტაციებს, გაეცნენ ადგილობრივ სტუმართმასპინძლობის ტრადიციებს.

სტუმრები ეწვივნენ “მზის კარის” პროექტის ობიექტებსაც, რომელიც ნიშური გასტროტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ტურის შედეგებს ჟურნალისტები გაავრცელებენ სტატიების, ბლოგების, პოსტებისა და სთორების სახით საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში, რითაც საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს როგორც კულტურული, ისე გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading