მარნეულში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა – გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 11 709 ლარია


მარნეულის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქე მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა წითელი ნუსხით დაცული კაკლის სახეობის 8,2 კუბური მეტრი მოცულობის მორის უკანონო გადატანას.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 11 709 ლარი შეადგინა.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც სამართალდარღვევის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

„ბუნებრივი რესურსების დაცვა და უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ჩვენი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ, რათა მსგავსი ფაქტების აღკვეთა და გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია უზრუნველვყოთ,“ – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading