ახალქალაქის მუნიციპალიტეტში- დილისკში, მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ო.გ., ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ო.გ.-მ სამ მეწარმეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობა გასცა, თითქოს მათ ახალქალაქში მოყვანილი 75 ტონა კარტოფილი ჰქონდათ რეალიზებული. აღნიშნული ცნობის საფუძველზე შესაძლებელი იყო პროდუქტის მაღალ ფასად გაყიდვა, მათ შორის ექსპორტზე გატანაც.
ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ, ო.გ.-მ ქრთამის სახით 6000 ლარი მიიღო. საქმეზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია აუდიო/ვიდეომტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.