ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე მ.ტ. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოტანა.

სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „პრეგაბალინის“ შემცველი 212 აბი, რაც განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading