უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ღონისძიების შედეგად 33 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარა, რომლის მიზანსაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი მოქალაქეების გამოვლენა წარმოადგენდა.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ლოკაცია გადაამოწმეს. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია 33 პირი – ინდოეთის, განას, ნიგერიის, პაკისტანის, ირანის, კენიის, ტუნისის, იემენის, ეგვიპტის, თურქეთის, ჩინეთის, მაროკოსა და ბანგლადეშის მოქალაქეები.

დადგენილია, რომ აღნიშნული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ საქართველოს კანონით – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ – დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

დაკავებული პირები დროებითი განთავსების ცენტრში არიან გადაყვანილი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი მსგავსი ტიპის კონტროლს სისტემურად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის კანონთან შესაბამისობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading