საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ექვს ქალაქში
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 24 ნოემბრიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია გაზრდილია.
სააგენტოს განცხადებით, „აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და გამოწვეულია სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალი მტვრის მასებით“.
ამ დროისთვის ჰაერის ხარისხის პორტალი მაღალი მყარი ნაწილაკების შემცველობას იუწყება თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში.