შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა – ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

📌 ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა, რაც გარემოსთვის 3 000 ლარზე მეტი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

📄 ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და მას 100 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

⚖️ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.

✅ ზღვის დაბინძურების პრევენცია დეპარტამენტის პრიორიტეტია – მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია 11 შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა დააბინძურეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading