საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობა აფრთხილებს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 15 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ოდორანტის ტრანსპორტირებას განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროცესი აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის უწყვეტი უზრუნველყოფისთვის.
ოდორანტი ტრანსპორტირდება შემდეგ მიმართულებებზე:
🔹 თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტები – ნავთლუღის და რუსთავის გაზგამანაწილებელი სადგურები;
🔹 გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – კარდენახის, ზემო ბოდბის, სიღნაღისა და წნორის სადგურები;
🔹 ზესტაფონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები – აჯამეთისა და აჭარის გამზომი კვანძები.
📌 კომპანიის განმარტებით, ტრანსპორტირების დროს შესაძლოა შეიგრძნოს ოდორანტის სპეციფიკური სუნი, რაც არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მოსახლეობას თხოვენ, სუნის შემთხვევაში არ ატეხონ განგაში, რადგან ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილია.