მარნეულელი ძალოსნის ისტორიული წარმატება – პირველი მედლები მუნიციპალიტეტის სპორტის ისტორიაში 🏋️🥉
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტის ისტორიაში პირველად, ძალოსნობაში მოასპარეზე მარნეულელი სპორტსმენი ტურნირის მედალოსანი გახდა.

📅 2026 წლის 26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, ძალოსნობის დარბაზ „კახის კლუბში“, გაიმართა 13–15 წლამდე ძალოსანთა ტრადიციული ტურნირი „რეკორდების დღე“.
ტურნირზე U15 ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა გიორგი გელაშვილმა, რომელმაც +88 კგ წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა:

🥉 ორჭიდი – III ადგილი;
🥈 აკვრა – II ადგილი;
🥉 ატაცი – III ადგილი.
სპორტსმენის პირადი მწვრთნელია ტარიელ დარბაიძე.