პირები, რომლებიც დედაქალაქში ტაქსით მომსახურებას ნებართვის გარეშე ან დარღვეული პირობებით აწარმოებდნენ, შესაძლოა ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდნენ
✅ შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი. ინიციატორთა განცხადებით, ასეთი რეგულაციით გათავისუფლდებიან როგორც ადმინისტრაციული ჯარიმები, ისე ნებართვის ფასის დავალიანება.
📊 სტატისტიკა 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით:
- 1354 მუხლის პირველი ნაწილი:
- გადაუხდელი ჯარიმა – 6 832 საქმე, 656 542 ლარი
- ჯარიმა + საურავი – 15 400 საქმე, 4 865 000 ლარი
- ჯერ არ აღსრულებული – 3 394 საქმე, 1 115 942 ლარი
- გასაჩივრებული – 814 საქმე, 178 840 ლარი
- 1354 მუხლის მეორე ნაწილი:
- გადაუხდელი ჯარიმა – 787 საქმე, 157 400 ლარი
- ჯარიმა + საურავი – 417 საქმე, 250 200 ლარი
- ჯერ არ აღსრულებული – 834 საქმე, 500 400 ლარი
- გასაჩივრებული – 722 საქმე, 218 600 ლარი
ჯამური ვალდებულება შეადგენს დაახლოებით 8 მილიონ ლარს.
🔹 კანონპროექტის განმარტებით, ერთჯერადი სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით.