კახა კალაძე: ადმინისტრაციული საჩივრების გადაწყვეტილებების ჩაბარების წესი იცვლება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების ახალი წესი დაწესდება.
კალაძის თქმით, მრავლად არის შემთხვევა, როცა მოქალაქეები განზრახ არ იღებენ მათ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რის გამოც ჯარიმები ვერ აღსრულდება და პროცესი წლების განმავლობაში ჭიანურდება.
🔹 რა იცვლება?
თუ მოქალაქე ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, დოკუმენტი თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად.
ამის შემდეგ მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება გადაწყვეტილების აღსრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი სასამართლოს მიმართავს.
კალაძის თქმით, ეს ცვლილება აუცილებელია, რათა ჯარიმებს ჰქონდეს რეალური პრევენციული ძალა და აღსრულების პროცესი ეფექტიანი გახდეს.