გიგა ავალიანის საქმეზე პროკურატურამ განმარტება გაავრცელა
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის 1 ოქტომბერს არასრულწლოვნებმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე უკან აყვნენ გიგა ავალიანს. გაბაშვილმა მას შუბლის არეში მუშტი დაარტყა, რიკაძე კი პროცესს ტელეფონით იღებდა. დარტყმის შემდეგ გიგა უგონოდ დაეცა, ხოლო ორივე არასრულწლოვანი ადგილიდან მიიმალა.
ფაქტი დადასტურებულია ტელეფონისა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით. ბრალდებულები ტაქსით გაერიდნენ ტერიტორიას, მძღოლი დაკითხულია.
გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
- ალექსანდრე გაბაშვილს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ 117, სასჯელი – 8 წლამდე).
- გიორგი რიკაძეს – მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (სსკ 376, სასჯელი – 6 წლამდე).
ორივე მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურა დამატებით საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და სხვა პირების პასუხისმგებლობაც შემოწმდება.