თეთრიწყაროში სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე იმსჯელეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტისთვის შესაბამისი ტერიტორიის შერჩევასა და პროექტის მოსამზადებლად საჭირო პროცედურებზე.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს საზოგადოების ინფორმირების, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით შესაბამისი სამოქმედო გეგმა მომზადდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading