სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაია დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.
დაკავებამდე სამართალდამცველები ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია 10 ოქტომბერს, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით გამოიკითხა. ასევე, მას ხმის ნიმუში აუღეს.
გამოკითხვა უკავშირდებოდა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარი ფიგურირებდა.