მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა გააცნო.

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები მარნეულის მერიას ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია მერიის ფუნქციების, კომპეტენციებისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სთავაზობს.

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს ეხმარება უკეთ გაიცნონ ადგილობრივი მმართველობის სისტემა, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და მეტად დაინტერესდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading