სოფელ კუმისში კულტურული საღამო „საქართველო ლამაზი“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ სუხიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კულტურული ღონისძიება „საქართველო ლამაზი“ გაიმართა.

საღამოზე მაყურებელმა იხილა ქართული ხალხური ცეკვები, მოისმინა ფოლკლორული სიმღერები, ინსტრუმენტული შესრულებები და პოეზია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „თორისა“, მუსიკალური და ფოლკლორული ჯგუფები, მოწვეული ხელოვანი გურამ ლალიაშვილი, ასევე სამხატვრო წრის მოსწავლეები. ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი თეატრალური ეპიზოდები და სოფლის უხუცესი მცხოვრებლების შესახებ მომზადებული ვიდეოკოლაჟი საღამოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ნაწილად იქცა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading