გარდაბნის საკრებულომ გეგმიურ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა

30 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, გეგმიური სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს.

სხდომაზე ცვლილებები შევიდა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესსა და მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში. ასევე, საკრებულომ წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოება, მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი დაამტკიცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading