მარნეულის კულტურის სახლში მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა

29 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე მოსწავლეებმა საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები შეასრულეს.
