მარნეულის მერის მოადგილის თანამდებობა თეონა ფარჯიანმა დაიკავა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მეორე მოადგილედ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თეონა ფარჯიანი დაინიშნა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას უახლოესი დღეებიდან შეუდგება.