საქართველოში უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა იწყება

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 ივნისის №1019 განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

პროგრამა მოიცავს ცხოველების იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, კასტრაციასა და სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები დაეხმარება ცხოველების ჯანმრთელობის კონტროლსა და პოპულაციის შემცირებას, ასევე, ხელს შეუწყობს ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას და უზრუნველყოფს ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.

პირველ ეტაპზე პროგრამა განხორციელდება ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში იგეგმება 9 000 უპატრონო და მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და შესაბამისი მანიპულაციებისთვის თავშესაფრებში გადაყვანა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის შეიძინა 20 სპეციალური ავტომანქანა, აღჭურვილი სავენტილაციო სისტემით, გალიებით და საჭირო ინვენტარით. დამატებით, დასაქმდა 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინერატორები სახიფათო ნარჩენების გასანადგურებლად და სხვა აუცილებელი რესურსები.

პროგრამა ხელს შეუწყობს უპატრონო ცხოველთა პრობლემის სამართლებრივ და ჰუმანურ გადაწყვეტას ქვეყანაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading