მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მუსლიმი თემის პატივსაცემად, რამაზანის თვესთან დაკავშირებით, იფთარი გამართა
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მუსლიმ მოსახლეობას წმინდა თვე რამაზანი მიულოცეს: მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულისა და გარდაბნის დელეგატმა ზაურ დარგალმა, სრულიად საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა.
იფთარს სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო




