საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ანკარაში, მეუღლესთან ერთად, იგი „ესენბოღას“ საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის დელეგაციას თურქეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დახვდნენ.
დღეს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, მისი სასახლეში უმაღლესი დონის ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი და გურამ მაჭარაშვილი.
