“მეუფე შიო: დიდგორი არის სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო”
მცხეთა-თიანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ, დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო არ არის, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის, რწმენით განჭვრეტილი ქმედების მაგალითია.
მისი თქმით, ეს აღმავლობა ერთბაშად არ დამდგარა და წინ უძღოდა დავით აღმაშენებლის ხანგრძლივი შრომა და ბრძოლა როგორც შინაურ, ისე გარეთა მტრებთან.
„დავით მეფემ ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი ქრისტიანული ქვეყანა,“ — აღნიშნა მეუფე შიომ.