სურსათის ეროვნული სააგენტო თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა დაავადება „თურქულის“ პრევენციის მიზნით 500 ათასი დოზა SAT-1 სეროტიპის ვაქცინა შეისყიდა. ვაქცინაცია უკვე დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით ვეტერინარები ცხოველებს აცრიან.
სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს, აქტიურად იმუშაონ ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის პროცესს. თურქული ადამიანისთვის საშიში არ არის, ავადდებიან მხოლოდ წყვილჩლიქიანი ცხოველები.
სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას; 2025 წელს 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ცხოველი SAT-1 სეროტიპის წინააღმდეგ ვაქცინირდა.