გიორგი მამარდაშვილი: მხარდაჭერა ყველაზე ძვირფასია
ბულგარეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა მაშინ იგრძნობა, როცა შედეგი იმედებს ვერ ამართლებს.
,,ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა.
ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.
ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე.”
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გუნდის გვერდით დგას, და აღნიშნა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა მათ უდიდეს ძალას აძლევს, წინ კი დიდი გზაა, რომელიც გამარჯვებებით უნდა გაგრძელდეს.
,,მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება.
წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ.
თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს.”