ვაკე–საბურთალოში განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
თბილისის პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიების მიხედვით, მან შელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 1986 წელს დაბადებული ა.თ. და შემთხვევის ადგილიდან გაქცა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული.
თ.ქ. სამართალდამცველებმა წყალტუბოში დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 19-108-ე მუხლით.