შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს: ერთი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო მეორე -საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფზე. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. ასევე, ერთ-ერთი პირის ავტომობილში, სპეციალური სკანერის საშუალებით, მალულად განთავსებული 247 აბი „სუბოქსინი“ აღმოაჩინეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 20…

წაიკითხეთ მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადიოდნენ ძარცვას, ქურდობასა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას. ისინი თბილისში მდებარე მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ და სხვადასხვა ღირებულების ნივთებსა და თანხას ეუფლებოდნენ. დადგენილია, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტებს დაახლოებით 30 000 ლარამდე ზარალი მიადგა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის საბანკო ბარათებს უკანონოდ იყენებდა. სამართალდამცველებმა…

წაიკითხეთ მეტი

მებაჟე ოფიცრებმა წითელი ხიდზე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 98 გრამი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 27 710 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,…

წაიკითხეთ მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე პირი დააკავა

უწყების ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია შპს „ენგურჰესში“ შემავალი შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნული კომპანია ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი დანაშაულები რეაგირების გარეშე არ…

წაიკითხეთ მეტი

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციამ 2005 წელს დაბადებული ი.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა 1992 წელს დაბადებული მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ მეტი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური ფრინველთა სასაკლაო გამოავლინეს და საქმიანობა შეუჩერეს

გორში, სოფელ პატარა გარეჯვარში, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, რომელიც რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა რეგისტრაციამდე და დარღვევების სრულად გამოსწორებამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ბიზნესოპერატორებს…

წაიკითხეთ მეტი

ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  მასში ნათქვამია, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე, ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.  “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე-1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით….

წაიკითხეთ მეტი

საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ორი პირი დააკავეს, ხოლო კიდევ სამ ფიზიკურ და ოთხ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს ფიქტიური კომპანიების მეშვეობით კანონიერი სახით ასაღებდნენ და ექსპორტს ახორციელებდნენ. ჯამში ექსპორტირებულია 13 073 კუბური მეტრი წიფლის ხე-ტყე, რის შედეგადაც დაახლოებით 9 მილიონი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ჯგუფური ხულიგნობისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში, ბრალდებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს, რომელიც თანასოფლელისთვის ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაშია ბრალდებული. გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება მიმდინარეობს და დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »