საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ორი პირი დააკავეს, ხოლო კიდევ სამ ფიზიკურ და ოთხ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს ფიქტიური კომპანიების მეშვეობით კანონიერი სახით ასაღებდნენ და ექსპორტს ახორციელებდნენ.

ჯამში ექსპორტირებულია 13 073 კუბური მეტრი წიფლის ხე-ტყე, რის შედეგადაც დაახლოებით 9 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი იქნა ლეგალიზებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading