გარდაბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის საკითხი შეაფასეს
სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, პირველ მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ დავით კარგარეთელთან, მერის მოადგილესთან, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ვახტანგ ბუცხრიკიძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საცხენისში დაზიანებული გზის მონაკვეთი დაათვალიერეს.
დელეგაცია სოფელ საცხენისში იმყოფებოდა, სადაც მეწყრის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი მოინახულეს. ამ ეტაპზე მოსახლეობა დროებით ალტერნატიული გზით სარგებლობს, ხოლო აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოების ხარისხსა და ვადებს.