ამირან გიორგაძე: „ჩვენი მიზანია ერთიანი და ძლიერი საქართველოსკენ წინსვლა“
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ დაფუძნების 14 წლისთავს.
მისი განცხადებით, პარტიის მიზნებია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება, მშვიდობის უზრუნველყოფა და კულტურისა და ტრადიციების დაცვა, ხოლო მთავარი მიზანი ერთიანი და ძლიერი საქართველოსკენ სვლაა.
,,14 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით – წინსვლა თითოეული ჩვენი მოქალაქის სწრაფვაა უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ – ერთიანი და ძლიერი საქართველოსკენ. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს! “-წერს სოციალურ ქსელში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.