მარნეულში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. უკვე შეკეთდა ორმოულები სოფელ ყიზილაჯლოში, ალგეთსა და ქალაქ მარნეულის 6 ქუჩაზე, ჯამში 5 კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე.

უსაფრთხოების მიზნით, გიორგი მაზნიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე მოეწყო სიჩქარის შემაკავებელი ბარიერები.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება და უახლოეს პერიოდში სამედ ვურღუნის ქუჩაზეც განხორციელდება გზის რეაბილიტაცია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading