წალკის მერმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა
წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურ მდივანს მაქსიმოს ხარაკოპულოსს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მართლმადიდებლობის მნიშვნელობას და ქრისტიანობის მიღების 1700 წლის იუბილეს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ წალკის საკათედრო ტაძარი და წალკის კანიონი დაათვალიერა.