პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციამ 2005 წელს დაბადებული ი.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა 1992 წელს დაბადებული მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading