სპორტის მინისტრი გადამწყვეტი მატჩის წინ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიშს დაესწრო

„თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტ მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა. ვარჯიშს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. მინისტრმა ხელბურთელებს ხვალინდელ მატჩში წარმატება უსურვა.

8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ ისტორიულ მატჩს გამართავს. მოგების შემთხვევაში ქართველი ხელბურთელები ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე.

2024 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading